წითელსოფელში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა

21/02/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებით, წითელსოფელში ძიუდოს საჭიდაო დარბაზი გაიხსნა, რომელიც 20 თებერვალს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ზაქარია ხეხელაშვილმა პირადად დაათვალიერა. მან სპორტსმენებს მიულოცა სპორტული დარბაზის მოწყობა სოფელში და სასპორტო გაერთიანების დირექტორის მოადგილე ლევან შერმადინთან ერთად, საჩუქრად კიმონოები გადასცა. წლების განმავლობაში წითელსოფელში არ არსებობდა სპორტული ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ამიერიდან ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოზარდებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ დარბაზით, რომელიც შემდგომში თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვება. ადგილობრივების თქმით, მუნიციპალიტეტში ძიუდოს ტრადიციის განვითარებასთან ერთად, აღნიშნული სივრცე ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0