საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ, დღეს და ხვალ დაბლობში წვიმა მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი.
სპეციალისტები ძლიერ ქარსაც ვარაუდობენ.
დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 9-14 გრადუსი იქნება, რაც შეეხება აღმოსავლეთს აქ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება არ არის მოსალოდნელი.
რაც შეეხება ამინდის გაუმჯობესებას სინოპტიკოსების უნალექო ამინდს 7 მარტიდან ელოდებიან.
წვიმა, თოვლი და ქარი – საქართველოში ამინდი გაუარესდა
05/03/2016