24 აგვისტოს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები წეროვნის ახლადაშენებულ საბავშო ბაღში იმყოფებოდნენ. მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ კახა ბურდულმა, წეროვნის დეპუტატმა დავით ვალიშვილმა და სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა გოჩა ლაბაურმა, დავით ჯალაბაძემ და თამაზ მოძღვრიშვილმა შესრულებული სამუშაოები შეამოწმეს. დათვალიერებამ მცირე ხარვეზები გამოავლინა. კომისიის თავმჯდომარე გოჩა ლაბაური აღნიშნულის შესახებ მოამზადებს მოხსენებით ბარათს,რომლის მიხედვითაც კომპანია იმუშავებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ობიექტის მიღება-ჩაბარება.
წეროვნის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა შპს „თბილსათბობმშენმა“ 2015 წლის 28 დეკემბერს დაიწყო. მშენებლობისათვის 575 000 ლარი განისაზღვრა. აღნიშნული თანხის 5 % მუნიციპალიტეტმა, ხოლო 95 % რეგიონალური განვითარების ფონდმა გადარიცხა. ბაღი 4 ჯგუფზეა გათვლილი.
წეროვნის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია
24/08/2016