წერაქვში გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

31/08/2017

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს სოფელ წერაქვში.
მიმდინარე წელს დაიგება 1 130 მეტრი ასფალტ/ბეტონის საფარიანი გზა, რომელიც ხორციელდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის ღირებულება ჯამში შეადგენს 271 817 ლარს.
აღნიშნული პროექტი ორ ეტაპს მოიცავდა, პირველი ეტაპი გასულ წელს დასრულდა, რომლის ფარგლებშიც ასფალტ/ბეტონის საფარი 1 ქუჩასა და ერთ ჩიხში დაიგო, რომლის სიგრძე 430 გრძივ მეტრს შეადგენდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0