ტურიზმის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ განვითარებასთან. ამ სფეროს ქალაქ ახალციხის მერიის მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა. მიმდინარე წელს დღეის მდგომარეობით, ახალციხეს, კერძოდ „ახალციხის ციხეს“ 114 000 ვიზიტორო სტუმრობდა, აქედან 35306 ტურისტი უცხოელია. საზღვარგარეთის მოქალაქეების მიხედვით ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან დაფიქსირდა მათი რიცხვი 7551, სტაბილურად იზრდება ტურისტების რაოდენობა ისრაელიდანაც, მათი რაოდენობა 6311 შეადგენს, მას მოყვება პოლონეთისა და არაბეთის გართიანებული საემიროები. „შარშანდელ მდგომარეობასთან შეადარებით, წელს ახალციხის ციხეს 17 000 ვიზიტორით მეტი სტუმრობდა, ეს განპირობებულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობით, ადგილობრივ დონეზე კი, ქალაქ ახალციხის მერიისა და „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციის აქტივობებით. არაერთხელ მივიღეთ მონაწილეობა სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ხდება საინფორმაციო სარეკლამო ბუკლეტების გავრცელება „-აღნიშნა ახალციხის ციხის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა. ახალციხის ციხე ბოლო პერიოდში უცხოური მედიის და ტურისტულ საგენტოების დაინტერესების ობიექტი გახდა. სწორეს ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი ტურისტების მოზიდვის. „ახალციხის ციხე ნამდვილად მიმზიდველი და მომხიბლელია თავისი კოშკებით. პირველ რიგში ჩემთვის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არის იდეალური სისუფთავე და სილამაზე, რითაც მოხიბლული ვარ. აქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც უაღრესად მეგობრულები არიან. ისრაელში, რომ დავბრუნდები აუცილებლად გავუზიარებ ჩემს მეგობრებს ,რომ ეწვიონ საქართველოს და აუცილებლად ნახონ „ახალციხის ციხე“ ის ნამდვილი საოცრებაა“-აღნიშნა ებრაელ ტურისტმა სარა ტერმინმა. ახალციხით აღფრთოვანებას ვერ მალავს ტურისტი წყვილი გერმანიიდან. „რამდენიმე წლის წინ ვიყავი თქვენს ქალაქში,მოვინახულე თქვენს მხარეში ისტორიული ძეგლები, მათ შორის სინაგოგა .მაშინ იქ მისასვლელი გზა მოუწესრიგებელი იყო დღეს კი ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია და გადაადგილება უსაფრთხოა“ -აღნიშნა კრისტიან ქორქმა. „ახალციხის ციხის“ ერთ-ერთ პავილიონში დღეს, სუვენირების მაღაზია გაიხსნა.
წელს “ახალციხის ციხეს” 114 000 ვიზიტორი სტუმრობდა
20/09/2016