ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების წაღვლისა და ბროლოსნის საჯარო სკოლებში რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. დღეს, 6 სექტემბერს, აღნიშნულ სკოლებში იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესების უკეთ წარმართვას. სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ჯამში 18 277 ლარს ითვლის, ხოლო სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის, 9 906 ლარი იხარჯება.
წაღვლისა და ბროლოსნის საჯარო სკოლებში რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

07/09/2019