როგორ გინდა არ დაიჯერო 7 მილიარდის პატრონის დაპირებები, მე, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე ვყოფილიყავი, შეიძლება მეც დამეჯერებინა, – ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტზე საუბრისას განაცხადა.როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, წინა ხელისუფლებას ჰქონდა კიდევ ძალიან ბევრი გეგმა ქუთაისთან მიმართებაში, თუმცა ”ქართულმა ოცნებამ” ეს ყველაფერი გააჩერა.
”ამათ ეს ყველაფერი ქუთაისისთვის გააჩერეს, ჰაერში გამოკიდეს, როცა გამოაცხადეს, რომ პარლამენტი გადავა და წკიპზე გადავრჩით, რომ არ გადაიტანეს. ხალხმა ფული აღარ ჩადო ქუთაისში, რადგან თუ პარლამენტს იქ პერსპექტივა ექნებოდა, მაშინ ბევრი ინვესტორი წავიდოდა, საწარმოები გაიხსნებოდა და ა.შ. მათ პრაქტიკულად, ქუთაისის პროექტი მოკლეს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ქართველები ჭკვიანი და ნიჭიერი ხალხია და ამაში დღესაც სრულიად ვარ დარწმუნებული. ქართველებმა 2012 წელს მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, რადგან მათ უკეთესობა უნდოდათ და როგორ გინდა არ დაიჯერო 7 მილიარდის პატრონის დაპირებები, მე, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე ვყოფილიყავი და არ მცოდნოდა ის, რაც მე ვიცოდი ივანიშვილზე, შეიძლება მეც დამეჯერებინა ნამდვილად. ჩვეულებრივი სტატისტიკური, ნორმალური ადამიანისგან, ბევრი მათგანისგან გასაგები იყო, რომ ივანიშვილის დაპირება დაიჯერა, ბევრმაც არ დაიჯერა, მაგრამ დღეს უკვე 4 წლის და ამ გამოცდილების ფონზე, ის, რომ ის ქართველებს ეძახის მოუმწიფარებს, ჭყინტებს, ანალიზის არმქონეებს და ამბობს, რომ მარტო მან იცის ყველაფერი კარგად. მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხის სიბრძნეში, ქუთაისში საოცრად განათლებული ხალხი ცხოვრობს”, – განაცხადა სააკაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ ქუთაისის ტექნილოგიური უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი, მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული არარეალისტურად მიჩანია. ”წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობს. ამერიკის 4 წამყვან უნივერსიტეტში ტექნოლოგიებში ერთად ტექნოლოგიურ სპეციალობებზე 53 000 ადამიანი სწავლობს”, – განაცხადა სააკაშვილმა.