წარმატებული მოსწავლეები ბრიტანეთის პრესტიჟულ სკოლებში

15/05/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში HMC პროექტის გამარჯვებული კანდიდატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. გამარჯვებულ კანდიდატებს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სერტიფიკატები გადასცა.
აღნიშნული პროექტი საქართველოში კომპანია „Unique Learning”-ის მხადაჭერით ხორციელდება. Unique Learning, HMC Project ერთადერთი ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
HMC არის ბრიტანული სახელმწიფო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც 1991 წლიდან აფინანსებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმატებული მოსწავლეების სწავლებას გაერთიანებულ სამეფოში. პროექტი საქართველოში კომპანია „Unique Learning”-ის მხარდაჭერით მეოთხე წელია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 2016 წლის კონკურსის საფუძველზე 16 გამარჯვებული კანდიდატი გამოვლინდა, რომლებიც სწავლას პრესტიჟულ ბრიტანულ სკოლებში გააგრძელებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0