წალენჯიხა-ლია-ფახულანის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს

30/01/2020

შიდასახემწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე, მდ. ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს Construction Service ასრულებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება ხუთი მილიონ ხუთასი ათას ლარს შეადგენს. არსებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, ახალი ალტერნატიული ხიდი, სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0