ძლიერი წვიმების შედეგად, 12 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში, პატარჭალის უბანში, საავტომობილო გზაზე ჩამოშლილმა მთის ქანმა სოფლის გზა ჩახერგა, იმდღესვე მოხდა გზის გაწმენდა და მოძრაობის აღდგენა. ასევე , ცენტრალური მაგისტრალიდან ამაღლებასთან დამაკავშირებელ ხიდთან, ადიდებულმა მდინარემ მიწაყრილი ჩაშალა. დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები და ხიდზე მოძრაობა უახლოეს მომავალში აღდგება.
სოფელ ზემოხეთში ღვარცოფული მოვლენები განვითარდა. ორი საცხოვრებელი სახლი ღვარცოფის შედეგად წარმოქმნილი ხევის მეორე მხარეს აღმოჩნდა. მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის, რადგან ეს ოჯახები მუდმივმოქმედი კომლები არ არიან.
ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და სპეციალისტები.
ძლიერმა წვიმებმა ჩოხატაურში მეწყერი გამოიწვია
13/12/2016