ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარეების ადიდება გამოიწვია

08/05/2022

ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარეების ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარე ილტომ სოფელ ნადუქნართან სასმელი წყლის მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც ახმეტის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდა. დილიდან ადგილზე იმყოფებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური,რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებში.ინფრასტრუქტურის აღსადგენად წყალმომარაგების კომპანიისა და ა(ა)იპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლის წყლის სისტემების მოვლა-პატრონობის ცენტრის თანამშრომლები მუშაობდნენ. სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება, რათა მოსახლეობისათვის მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი სასმელად ვარგისი წყლის მიწოდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0