ძლიერმა ქარმა სოფელ სანავარდოში საცხოვრებელი სახლები დააზიანა

07/09/2016

ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში, ძლიერმა ქარმა, საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, ხოლო, სოფლის სასაფლაოზე კი, ძირფესვიანად მოგლიჯა ასწლოვანი ნაძვი, რომელიც საფლავებს დაეცა და დააზიანა. როგორც გამგებლის წარმომადგენელი სოფელ სანავარდოში, ვალერი გოგსაძე აცხადებს, ქარიშხალი, რომელსაც თან წვიმაც ერთვოდა, 5-10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა, სტიქია იმდენად ძლიერი იყო, რომ ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.
მისივე თქმით, ქარიშხალმა დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროსადენები, რის გამოც, სოფელს ერთი საათის განმავლობაში შეწყვეტილი ჰქონდა ელექტროენერგია.

“ამ დროისთვის ელექტროენერგია აღდგენილია. ხვალ დილიდან კი, ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიისგან მიყენებულ ზიანს დაითვლის და ამის შემდეგ გადაწყდება რა სახის დახმარებას მიიღებს დაზარალებული მოსახლეობა”, – განაცხადა ვალერი გოგსაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0