მიმდინარე წლის 29 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში, საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები დატბორა.
სტიქიის შედეგებს, დაზიანებულ უბნებში, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცვნენ.
სტიქიის შედეგად, დაზარალებული მოქალაქეების განცხადებებს, გამგეობაში შექმნილი მუდმივმოქმედი სპეციალური კომისია შეისწავლის, რომლის შემდგომას გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
ძლიერი წვისა და ქარის შედეგებს ხელმძღვანელი პირები გაეცნენ
31/05/2016