ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში მეწყერული პროცესები განვითარდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელმძღვანელობით საგანგებო რეჟიმში მუშაობს სტიქიასთან ბრძოლის შტაბი. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. სასტრანსპორტო მიმოსვლა შეზღუდული არ არის.
სოფელ ბობოყვათში ლაზიშვილების სახლთან ჩამოინგრა ფერდსამაგრი კედელი, ოჯახის მდგომარეობას სტიქიის ადგილობრივი კომისია შეისწავლის.
ქალაქის ტერიტორიაზე მდინარე აჭყვას წყლის დონემ მოიმატა, შპს „ქობულეთის წლის“ ორგანიზებით სანიაღვრე არხები ინტენსიურად იწმინდება. ამ ეტაპისთვის მოსახლეობას დატბორვის საფრთხე არ ემუქრება
ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში მეწყრული პროცესები განვითარდა
20/07/2017