ძველი სენაკის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყება

28/11/2016

სენაკის მუნიციპალიტეტში ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრს ისტორიული ისერსახე დაუბრუნდება. ძველი სენაკის ისტორიული ნაწილისა და მისი მიმდებარე არეალის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. სენაკის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის საკითხი მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ სახელგანთქმულ არქიტექტორებთან აკადემიკოს ვახტანგ დავითაიასთან და პროფესორ თამაზ დოგრაშვილთან ერთად ადგილზე განიხილა. პროექტის ფარგლებში გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება არსებულ შენობა-ნაგებობებს, ეზოები სამეგრელოსთვის დამახასიათებელი ღობეებით შემოიფარგლება, მოეწყობა ტროტუარები და სკვერები. პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ამჟამად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული ,,მეგრული ოდის’’ ძველი სენაკის ცენტრში განთავსება. რესტავრაციის შემდგომ ,,მეგრული ოდა’’ 800-წლოვანი აღმოსავლური ჭადრის გვერდით დაიდებს ბინას და იქ ახალი სამუზეუმო სივრცე მოეწყობა. პროექტის განხორციელების შემდეგ ძველი სენაკის ისტორიული ცენტრი გახდება მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების კომპლექსის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის შემდგომ განვითარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0