ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებას არასწორ დროს იღებს

26/06/2016

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვიარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის ბოლო ვაჭრობისას გაუფასურებასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ეს არის ერთჯერადი გავლენის შედეგი, რომელიც განხორციელდა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლიდან გამომდინარე. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ ფაქტმა გამოიწვია ევროს შესუსტება და აშშ დოლარის გამყარება, რაც აისახა კიდევ საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე.
პირველმა ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, სავალუტო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვა მოახდინონ მხოლოდ მათი საჭიროებიდან გამომდინარე.

„ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებას არასწორ დროს იღებს. ისინი ვალუტას ყველაზე ცუდ კურსში ყიდიან და ყიდულობენ. ვალუტის მოლოდინებზე გამოცდილი დილერებიც კი ხშირად აგებენ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0