ძალიან მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა სათანადო როლი შეასრულონ საარჩევნო პროცესში

26/09/2016

ძალიან მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა სათანადო როლი შეასრულონ საარჩევნო პროცესში – ეს განცხადება ირაკლი კობახიძეს, შს მინისტრის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

“როდესაც იყო საუბარი წარსულში მომხდარ ინციდენტებზე, მაგალითად, იგივე კორცხელის ინციდენტზე, იქ არაერთხელ ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი ჩართულობა მართებდა და დღეს ეს ასე უნდა მოხდეს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ინციდენტების პრევენციაში, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფუნქციას სათანადოდ შეასრულებს.“- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0