ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენის პირობებში ისეთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორიც იაპონიაა, საქართველოთი ინტერესდება

04/05/2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰონდა ტაროს და მის თანხმლებ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე, თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის და სხვა სექტორებში. მინისტრის შეფასებით, საქართველო – იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობა საკმაოდ სტაბილურად ვითარდება, გასულ წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების დაცვას და ურთიერთ აღიარებას, ასევე წაახალისებს ინვესტიციებს ორივე მხრიდან. მისივე თქმით, იაპონიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსთან ინვესტიციების განხორციელების კუთხით.
🟥 შეხვედრაზე გამოიკვეთა საინტერესო მიმართულებები ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციების სფეროების სახით. ამ მიმართულებით დაიწყება მუშაობა კონკრეტულ იაპონურ კომპანიებთან. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს, რომელიც იაპონური კომპანიებისთვის სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ევროპასთან დასაკავშირებლად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0