ძალიან მალე ჩვენს საზოგადოებას და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ახალ საკანომდებლო ინიციატივებს შევთავაზებთ

13/01/2022

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დიასპორის მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის საკითხზე იმსჯელეს.

„ჩვენ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ერთად არსებულ კანონმდებლობაზე ვმუშაობთ, რომელიც მოძველებულია და ეხება უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს. მომვალ შეხვედრაში პარლამენტთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ძალიან მალე შევთავაზებთ ახალ ინიციატივებს ჩვენს საზოგადოებასა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0