ცხადია, კოალიცია იმ სახით როგორიც სამი წლის განმავლობაში არსებობდა, აღარ არსებობს

04/03/2016

ერთი რამ ცხადია, კოალიცია იმ სახით როგორიც სამი წლის განმავლობაში არსებობდა, აღარ არსებობს, – ამის შესახებ ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

“არის ძალიან დიდი ბუნდოვანება მოლაპარაკების დასრულების შემდეგაც, რომელიც შედგა “რესპუბლიკელებსა” და პრემიერს შორის. ერთი რამ არის ცხადი, რომ კოალიცია იმ სახით როგორიც არსებობდა სამი წლის განმავლობაში, აღარ არსებობს. დარჩა კოალიციაში ის ნაწილი, რომელსაც ყველას ერთსულოვნად, უარყოფითი ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ “რესპუბლიკური პარტიის” მიმართ. სავარაუდოდ ამ მოლაპარაკებებზე იმ ვადის შეკვეცაზე იყო საუბარი, რომელიც ჰქონდათ “რესპუბლიკელებს” როგორც საარჩევნო ადგილებთან დაკავშირებით, ისე მინისტრის პოსტთან დაკავშირებითაც. ერთი რამ არის ცხადი. როდესაც ქვეყანაში არის ეკონომიკური პრობლემები, სახელისუფლო გუნდში ერთადერთი თემა რომელსაც განიხილავენ, არის საკუთარი ადგილების გადანაწილება”- განაცხადა წიკლაურმა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0