„ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე

20/01/2016

„ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას იწყებს.

ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით 20 იანვარს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ეკა მაზმიშვილი უძღვებოდნენ. ღონისძიებას პროექტის „ცოცხალი წიგნები’’ მონაწილე მწერლები დაესწრნენ.

პროექტი 1 თებერვალს ლია ლიქოკელის პოეზიის საღამოთი გაიხსნება. მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20 :00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს დაეთმობა, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ. ბილეთის ფასი 7 ლარი იქნება და მისი შეძენა მსურველებს მარჯანიშვილის თეატრის სალაროში შეეძლებათ. ქართველი მწერლების მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0