„რეალურად, დღემდე მოქმედებს კონკრეტული რეგულაციები გაცდენებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოქმედებს სანქციებიც, რომელიც არის გათვალისწინებული გაცდენებისათვის. თუმცა, არის გარკვეული ნიუანსები, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ სანქციების შეფარდებას. მაგალითად, დეპუტატებს ძალიან მარტივად შეუძლიათ ოჯახური მდგომარეობის მითითება გაცდენის დროს და ასეთ დროს, ბუნებრივია, გაცდენა ეთვლებათ საპატიოდ.
იმისათვის, რომ ასეთი მანიპულაციები ჩვენ თავიდან ავირიდოთ, მნიშვნელოვანია დაკონკრეტდეს ის, თუ რა იგულისხმება ოჯახურ მდგომარეობაში. ეს ცვლილება აისახება რეგლამენტში. ასევე, სხვა ანალოგიური ცვლილებები, რომლებიც ჩვენ მოგვცემს საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, ვითარების გაუმჯობესების შესაძლებლობას. პრობლემა არის, რა თქმა უნდა, დაგვიანება, გაცდენა, თუმცა ეს პრობლემა ძალიან მარტივად გადაწყდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატების მიერ პლენარულ და საკომიტეტო სხდომების გაცდენებთან დაკავშირებულ ნორმებს ამკაცრებს.
ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში მოგვცემს ვითარების გაუმჯობესების შესაძლებლობას
20/03/2018