ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა ცესკოს თავმჯდომარეს, წევრებს, ცესკოს სწავლების ცენტრისა და საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს 2017 წლის დეკემბრის კვლევის შედეგები გააცნო. პრეზენტაცია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესახებ ლორა თორნტონმა ცესკოში გამართა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა ოქტომბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დადებითად აფასებს. გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა თვლის, რომ საარჩევნო უბნებზე არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულები, ხოლო გარემო იყო უსაფრთხო და მოწესრიგებული. გამოკითხვა NDI-მ 2017 წლის 29 ნოემბერი – 19 დეკემბრის პერიოდში აწარმოა წარმომადგენლობითი შერჩევის მიხედვით და პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2298 ამომრჩეველი.
ცესკოში NDI-ის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
17/01/2018