ცესკოს წინსწარი მონაცემებით, 14 თვითმმართველ თემში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთ თემში – წალენჯიხაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.
ცესკოს მონაცემებით, ყველა თვითმმართველი თემის ყველა უბანი დათვლილია და წინასწარი მონაცემები ასე ნაწილდება:
თელავში 55-ვე უბნის დათვლის შედეგად „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა გაიმარჯვა – 56,899%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ბოტკოველს – 43,101% აქვს.
დათვლილია თიანეთში 21-ვე საარჩევნო უბანი. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლევან წიკლაურს – 54,826% აქვს, ხოლო „თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატს თამაზ მეჭიაურს – 45,174%.
ქარელში 40-ვე უბანია დათვლილი. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზაზა გულიაშვილს 56,73%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკოლოზ ახალკაცს 43,26% აქვს.
ხაშურში 53-ვე საარჩევნო უბანია დათვლილი და „ქართული ოცნების“ კანდიდატს თენგიზ ჩიტიაშვილს 59,82% აქვს, ხოლო “ნაციონალური მოძრაბის“ კანდიდატს იოსებ ბუაძეს 40,918%.
ასევე დათვლილია ცაგერში 42-ვე საარჩევნო უბანი. აქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ნემსაძე ლიდერობს – 62,873%-ით, ხოლო მის კონკურენტს „გახარია – საქართველოსთის“ პარტიის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს – 37,127% აქვს.
ბაღდათში 31 უბნიდან დათვლილია ყველა – „ქართული ოქნების“ კანდიდატს კახა ენუქიძეს 60, 693%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი რობაქიძეს 39,307%.
წყალტუბოში (69 უბანი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გენადი ბალანჩივაძემ გაიმარჯვა 57,167%-ით, ხოლო მის კონკურენტს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზაზა მეტრეველს 42,833% აქვს.
ოზურგეთში 63 – ვე უბნის მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა – „ქართული ოცნების” კანდიდატს ავთანდილ თალაკვაძეს ხმა 55,409%-მა, ხოლო კონსტანტინე შარაშენიძეს 44.591%-მა მისცა.
სენაკში დათვლილია 44 უბანი და შედეგად „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვახტანგ გადელიას 53,078%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს კობა ნაყოფიას – 46,922% აქვს.
მარტვილში 40 -ვე უბნის დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას 51,845% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს თეიმურაზ ჯანაშიას 48,155%.
ხობში (33 უბანი) „ქართული ოცნების” კანდიდატს დავით ბუკიას 56,78% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ბესიკ შენგელიას 43,22%.
ზუგდიდში 109-ვე უბანი დათვლილია და აქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მამუკა წოწერიამ გაიმარჯვა. პირველადი მონაცემებით, წოწერიას 51,63% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ანზორ მელიას 48,36%.
წალენჯიხაში ყველა უბნის მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ მმართველი გუნდის კანდიდატს მოუგო. ეს ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს, რაც შეეხება კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებლებს, ის შემდეგნაირად გადანაწილდა – გიორგი ხარჩილავას 51.107% აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს გოგა გულორდავას 48,893%.
ჩხოროწყუში (28 უბანი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დათო გოგუამ ხმების 50,88%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბადრი ქარჩავამ – 49,11% მიიღო.
ხელვაჩაურში (47 უბანი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ 55,007%-ით გაიმარჯვა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ 44,993% მიიღო.