ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე და კომისიის წევრობაზე წარდგენილი კანდიდატების საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

29/12/2022

დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის და კომისიის ერთი წევრის კანდიდატურების საკითხი განსახილველად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. ​შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტში წარადგინა გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები, ხოლო კომისიის ერთი წევრის თანამდებობაზე – თამაზ ფოლადაშვილის და რუსუდან ქურდიანის კანდიდატურები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0