ცენტრალურ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

25/05/2016

ძირულა-ხარაგაულის ცენტრალურ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, 10 კილომეტრიანი გზის 7კმ მონაკვეთზე გზის ვაკისის შეკეთება მოხდება. გზის შეკეთების სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს. მაღალი ტვირთამწეობის მანქანებით დაზიანებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის შეცვლას შპს „ბორანი“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0