ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო აქცია-მსვლელობა გამართეს.
მათ მოქალაქეებს 30 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ცესკოს თანამშრომლებმა განახლებული აღმაშენებლის გამზირზე მოქალაქეებს საინფორმაციო ფლაერებიც დაურიგეს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო აქცია-მსვლელობა გამართეს
24/10/2016