ხარაგაულში ცაშეკრულას კანიონზე მორიგი სათავგადასავლო ტურ – თამაშები მოეწყო. ღონისძიებაში ზესტაფონის და ხარაგაულის სკოლის ოთხი გუნდი იღებდა მონაწილეობას. ორი გუნდი წარმოდგენილი იყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზედა საქარის სკოლიდან. აღნიშნული სკოლა გასულ წელს გამარჯვებული გახდა ცაშეკრულას კანიონზე გამართულ ტურ – თამაშებში. ტურის მიზანია ახალგაზრდებმა შეძლონ უკეთ გაიცნონ ცაშეკრულას კანიონი და პოპულარიზაცია გაუწიონ მას. მიმდიმარე ტურ – თამაშებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ – პროფესორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილიც ესწრებოდა. როგორც ის აღნიშნავს ცაშეკრულას კანიონი ტურისტული თვალსაზრისით გამორჩეულ სანახაობას წარმოადგენს და იმედს გამოთქვამს, რომ მისი მონახულების სურვილი მომავალში ძალიან ბევრ ვიზიტორს გაუჩნდება.
ცაშეკრულას კანიონზე ზესტაფონელმა მოსწავლეებმა მორიგი ტურ – თამაშები გამართეს
13/04/2016