ცაგერში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნა

09/05/2019

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსი- გიორგი მაქარაშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ. ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში აღინიშნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0