ცაგერში სპორტ-კომპლექსის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. მულტიფუნქციურ კომპლექსში განთავსებულია საცურაო აუზი და სხვადასხვა დანიშნულების დარბაზები. პროექტის ჯამური ღირებულება 2 985 028 ლარია, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. დასრულებული სამუშაოები მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან ირაკლი ჩაჩუასთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა, რომელმაც აღნიშნა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონის ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.
სწორედ ამ მიზნით, 2019წელს აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სპორტულ ობიექტს, მათ შორის აღსანიშნავია:
ქ. ამბროლაურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნის კომპლექსი. ამბროლაურის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მოეწყო 11 კომპლექტი სპორტული ტრენაჟორი.
ცაგერში სპორტ-კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

11/02/2020