ცაგერში წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეშვიდე საღვთისმეტყველო კონფერენცია გაიმართა, რომელმაც თბილისიდან გადმოინაცვლა. ცაგერის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში კონფერენციას მიტროპოლიტი სტეფანე უძღვებოდა.
კონფერენციას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე-ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულმა მეცნიერებმა მოხსენებები გააკეთეს, მათ შორის ივან ხრისტოვმა-წმინდა კლიმენტი ოჰრიდელის სახელობის სოფიის უნივერსიტეტი; ალექსანდრე დიაკოვაციმ-ბელგრადის უნივერსიტეტი;მარიუს პორტარუმ-ლათერანის უნივერსიტეტი. აგრეთვე, დაბა ლენტეხში, დავით აღმაშენებლის ეკლესიაში,მიტროპოლიტი სტეფანეს კურთხევით ჯვრის აღმართვის ცერემონია გაიმართა. საღვთისმეტყველო კონფერენცის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცაგერის კულტურის ცენტრში ლეჩხუმისთვის დამახასიათებელი ცეკვისა და სიმღერის ნომრებსაც გაცნობოდნენ.
ცაგერში მეშვიდე საღვთისმეტყველო კონფერენცია გაიმართა
25/10/2019