ქ.ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა. საზეიმო წირვა-ლოცვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა, წირვის დასრულების შემდეგ კი, მოეწყო ლიტანიობა წმ.მაქსიმეს სახელობის ტაძრამდე სადაც წმინდანის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს. სადღესასწაულო ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მეუღლესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა. პარაკლისის დასრულების შემდეგ გაიმართა რამაზ კორშიას/მხატვარი,რესტავრატორი/ პერსონალური გამოფენა (ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, ხატწერა, ხატჭედვა) ცაგერის სამხატვრო გალერეაში.
ცაგერში “მაქსიმობა” აღინიშნა

03/02/2020