ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება

22/07/2020

ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. პროექტების მიმდინარეობას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ადგილზე გაეცნენ. მიმდინარეობს მწვანე თეატრიდან მურის ციხესთან მისასვლელი ბილიკებისა და კიბეების მოწყობა. შემსრულებელი შპს”ჯთბ გოლდენ ეიჯ”, პროექტის ღირებულება 419 180 ლარს შეადგენს.
სოფელ ლასურიაშში მიმდინარეობს ჭაბურღილისა და წყალსადენი მილების რეაბილიტაცია, თანხით 148 256 ლარი.
შემსრულებელი შპს” კაპიტალ გრუპ”, სამუშაოები დასრულდება 28 ოქტომბერს.
აგრეთვე, მიმდინარეობს ლასურიაშში და დეხვირში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები მოწყობა, ღირებულებით 110 500 ლარი. შემსრულებელი შპს” თეგიკა უნივერსალი”, პროექტი 1 აგვისტომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0