დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ, დასასვენებელ პარკში პოეზიის საღამო ჩატარდა.
საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნეს ახალგაზრდა პოეტებმა: ბექა ახალაიამ,ნუკრი ბერეთელმა,სოსო მეშველიანმა და გიორგი გულუამ.
ღონისძიებას პოეზიის მოყვარულებთან ერთად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ღონისძიება მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარადჭერითა და კულტურის,განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ჩხოროწყუში პოეზიის საღამო ჩატარდა
20/06/2016