22 აპრილს დედამიწის დღე მთელ მსოფლიოში 1970 წლიდან ,ხოლო საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
ჩხოროწყუში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალგაზრდული საკრებულოს ორგანიზებით ჩატარდა,რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ბავშვებმა დაასუფთავეს ქუჩები და ასფალტი მოხატეს.
მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა ღონისძიების მონაწილეებს დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მათ მიერ შესრულებული ნახატები დაათვალიერა.
ჩხოროწყუში დედამიწის დღე აღინიშნა
22/04/2016