დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საქალაქო ბილბიოთეკას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ესტუმრა და 150 სხვადასხვა სახის ლიტერატურა გადასცა.
გიორგი კეკელიძემ ჩხოროწყუს მთავარი ბიბლიოთეკაც დაათვალიერა, შეხვდა ბიბლიოთეკარებს და მათ საჭიროებებს გაეცნო.
შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა, რომელმაც გიორგი კეკელიძეს მადლობა გადაუხადა წიგნადი ფონდის განახლებისთვის. გამგებელმა მადლიერება გამოთქვა ასევე ჩხოროწყუელი სტუდენტების: ბადრი ოყუჯავასა და ოთარ შენგელიას მიმართ, რომელთა ინიციატივით მოხდა წიგნების გადაცემა ჩხოროწყუს საქალაქო ბიბლიოთეკისთვის.
ბიბლიოთეკას წიგნები მოძრაობა “ეკვილიბრიუმის” ფარგლებში გადაეცა.
მოძრაობა “ეკვილიბრიუმი“ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში წიგნებისა და კომპიუტერების პერიოდულად ჩატანას გულისხმობს.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა განაცხადა , რომ უახლოეს პერიოდში ჩხოროწყუს საქალაქო ბიბლიოთეკას კომპიუტერსაც გადასცემს .
ჩხოროწყუს საქალაქო ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადაეცა
30/07/2016