ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, კერძოდ რუსთაველის უბანში, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხები.
აღნიშნული გზა წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო. საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მგზავრებობა უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 712 000 ლარს შეადგენს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ახალი საავტომობილო გზა შენდება
23/03/2018