რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დონორთა კონფერენცია გაიმართა.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი იმ დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთების მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებენ.
კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, იაპონიის საელჩოს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე სამხრეთ კორეის რესპუბლიკის სტრატეგიისა და ფინანსთა სამინისტროს და სამხრეთ კორეის ექსიმბანკის წარმომადგენლები.
ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი (მთლიანი სიგრძე 53 კმ.), გეოლოგიური და ჰიდროლოგიური თვალსაზრისით აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთს წარმოადგენს. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, უკვე ჩატარდა აღნიშნული მონაკვეთის კომპლექსური ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა.
შეხვედრის დროს განიხილეს გზის აღნიშნული მონაკვეთის შესწავლის შედეგად შერჩეული მიმართულება. ასევე, აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსური საკითხები.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დონორთა კონფერენცია გაიმართა
29/01/2016