ნოდარ დუმბაძის 91-ე დაბადების დღე, მწერლის მშობლიურ ჩოხატაურში საზეიმოდ აღინიშნა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში“ , რომელსაც ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრები, თანამედროვე ქართველი მწერლები და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში, ახალგაზრდა პროზაიკოსებთან და პოეტებთან შეხვედრა გაიმართა.
გაიხსნა ცნობილი ქართველი მწერლისა და მხატვრის მანონ ბულისკერიას გამოფენა -„კედლების გემო-3“ და ნ. დუმბაძის გამომცემლობის წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
თანამედროვე მწერლებმა „ივლიტას ბიბლიოთეკას“ საჩუქრად წიგნები გადასცეს. ასევე, „ნოდარ ბაბუს ლექსები“ -ს წიგნებით დაასაჩუქრეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები, საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები.
სტუმრებმა, გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ პარკში, ერისთავების სასახლე და ერკეთში მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია დაათვალიერეს, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ნოდარ დუმბაძის საიუბილეო საღამოს დასკვნითი ნაწილი სოფელ ზენობანში, მწერლის სახლ-მუზეუმში, მოწვეული სტუმრებისა და ადგილობრივი ანსამბლების ღონისძიებით დასრულდა.
ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის 91-ე დაბადების დღე საზეიმოდ აღინიშნა
14/07/2019