ევროკავშირის პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ფარგლებში, დღეს ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ პარკში და თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში, მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვერდაზე ასევე წარმოდგენილი იყო კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი საიმიჯო ვიდეო კლიპისა და წიგნის „აი, გურია!“ პრეზენტაცია, რომლებიც უცხოელ თუ ადგილობრივ ტურისტებს ჩოხატაურის ღირსშესანიშნაოებებს გააცნობენ.
პროექტი, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსდა, უპრეცედენტოა და მიზნად ისახავს გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. პროექტს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები, ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრ „პროგრესის სახლთან“ ერთად ახორციელებს.
პრეზენტაციას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, მოადგილე გიორგი თურმანიძე, პროექტის დირექტორი ნანა თავდუმაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ჩოხატაურში, მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

05/12/2018