ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის 92 წლის იუბილე აღინიშნა.

14/07/2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის 92 წლის იუბილე აღინიშნა. დუმბაძის სახელობის სკვერში ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მწერლის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით, სახალხო თეატრის დასის მონაწილეობით შესრულდა სკეტჩი. ღონისძიებას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0