ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის მოადგილე მინდია ჟღერიასთან და სოფლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ზომლეთის, ვანის,ბუკნარისა და ქვენობნის მოსახლეობას შეხვდა. სოფელ ზომლეთის მოსახლეობამ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია და გარე განათების ქსელის გაფართოება მიიჩნია პრიორიტეტად, ხოლო, ვანში, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია დაიგეგმა. სოფლებში, ბუკნარსა და ქვენობანში, გარე განათების ქსელის გაფართოება გადაწყდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
31/01/2020