ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილმა პროექტმა, საქართველოს 7 მუნიციპალიტეტთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის ბიუჯეტი 70 000 ლარია. 60 000 ლარს დონორები დააფინანსებენ, 10 000 ლარი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება იქნება. პროექტის, „ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება ბახმაროს ტურისტული პოტენციალის გამოყენების გზით“ განხორციელებაზე შეთანხმებას ხელი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ლოუისა ვინტონმა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ მოაწერეს.
პროექტის ფარგლებში ცხრაწყაროს ლოკაციაზე გამომავალი წყაროები მოპირკეთდება ქვის ყორით, მიმდებარე მოძველებული სავაჭრო დახლები ჩანაცვლდება ახალი რკინისა და ხის კონსტრუქციებით.
ცხრაწყარო-ბახმაროს გზაზე მდებარე ტრადიციულ მოსასვენებელ ლოკაციაზე მოეწყობა 7 საპიკნიკე ადგილი, მიყვანილი იქნება სასმელი წყალი და მოეწყობა ჰიგიენურ-სანიტარული სივრცეები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) გრანტი მოიპოვა
20/12/2019