ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კოხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა

18/02/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კოხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა. სოფელ ბურნათის და კოხნარის მოსახლეობამ კუთვნილი თანხით, სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია გადაწყვიტა.წიფნარისა და ნაკადულის მოსახლეობამ პრიორიტეტად – სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია მიიჩნია.
შეხვედრას ესწრებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე, მერის მოადგილე მინდია ჟღერია, კოხნარის თემის ხელმძღვანელ პირებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0