დღეს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ჩოლოქის დასახლებაში იმყოფებოდა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დასახლებაში მინი სტადიონის მშენებლობის მიზნით ტერიტორია შეარჩიეს. დასახლებაში სტადიონის მოწყობა მოსახლეობის თხოვნით იგეგმება. ჩოლოქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. წელს დაგეგმილია საბავშვო ატრაქციონების რეაბილიტაცია და ახალი წყალსადენი სისტემის მოწყობა, ხოლო დასახლლებაში საკანალიზაციო სისტემა გასულ წელს მოწესრიგდა.
ჩოლოქის დასახლებაში მალე მინი სტადიონი მოეწყობა
05/01/2017