პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას წამყვან ჩინურ კომპანიებში გაივლიან. შესაბამისი მემორანდუმი კოლეჯ „სპექტრსა“ და ჩინეთის რესპუბლიკის შუნდის სოციალური დაცვის ბიუროს შორის გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი დარგის ექსპერტების მოწვევა, სპეციალისტთა და პედაგოგთა გადამზადება, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა.
ბიურო კოლეჯის შესაბამისი სტუდენტების ცოდნის ამაღლების მიზნით, დაეხმარება მათ საზღვარგარეთ განათლების მიღებასა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღებაში. ასევე ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას წამყვან ჩინურ კომპანიებში.
კოლეჯი „სპექტრი“ ბიუროსთან ერთობლივად შეიმუშავებს სხვადასხვა სახის პროექტებს, რაც ორივე ორგანიზაციის ინტერესებს მოემსახურება.