დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ჩიბათში ხანძრის შედეგად დაზიანებული ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა. მასთან ერთად ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი ფაცურია, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე, საკრებულოს ეკონომიკის, ქონებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩახვაძე იმყოფებოდნენ.
ბატონმა ზაზამ დაავალა წარმომადგენელს ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში კობა კუნჭულიას დროულად გაწმინდოს შენობა ნარჩენებისაგან.
გამგებლის განცხადებით, მომავალში, სავარაუდოდ, შენობაში ახალგაზრდული ცენტრი განთავსდება, სადაც გაკეთდება სცენა და სამუშაო ოთახები, შეიღობება მიმდებარე ტერიტორია. შენობა კულტურული ღონისძიებებისთვის თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა.
ჩიბათში ახალგაზრდული ცენტრი აშენდება
18/03/2016