1 მარტს დილის ოთხ საათზე ჩიბათში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა შენობის დიდი ნაწილის ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის, აუდიტის სამსახურების უფროსები. შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.
ჩიბათის ადმინისტრაციული შენობა დაიწვა
01/03/2016