ლევან დავითაშვილი:
“დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 18 000 ტონა მანდარინი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება შარშანდელ მონაცემებს. რეალიზაციის კუთხით შეზღუდვები არ არსებობს. ჩვენ შევინარჩუნეთ მანდარინის მოსავალი, როგორც შარშან ისე წელს და ექსპორტთან დაკავშირებითაც საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს. მეციტრუსეობის დარგს გაძლიერება სჭირდება. დღეს, საქართველოში წარმოებული ციტრუსის დიდი ნაწილი, შესაძლებელია იყოს დაკალიბრებული, დახარისხებული, მათ შორის პარაფინში ამოვლებული, ისე რომ მას ქონდეს კონკურენტული სასაქონლო სახე. არასტანდარტული მანდარინის სამრეწველო გადამუშავებისთვის საჭირო სიმძლავრეები დღეს არსებობს. ციტრუსის ჩაბარების პროცესი საკმაოდ ორგანიზებულია, რომელსაც ჩვენთან კოორდინაციით აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზედამხედველობს”.
ჩვენ წელს შევინარჩუნეთ მანდარინის მოსავალი და საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს ექსპორტთან დაკავშირებით
12/12/2018