„ჩვენ შევთავაზეთ ოპონენტებს, რომ გვეწარმოებინა ნორმალური, ჯანსაღი წინასაარჩევნო კამპანია, როგორც ეს არის დამახასიათებელი განვითარებული ქვეყნებისთვის, ცივილიზებული ქვეყნებისთვის, თუმცა, პასუხი არის ეს აბსოლუტურად შავი კამპანია, აბსოლუტურად მიუღებელი რიტორიკა, განსაკუთრებით, და, პრინციპში, ერთადერთი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილია, ვის მიმართაც წარმოებს ასეთი ბინძური კამპანია, ამ სიტყვის ყველაზე მძიმე გაგებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ეს არის ის სპექტაკლები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში ბატონი ნიკა გვარამიას შესრულებით. ეს ყველაფერი მაინც დასრულდება იმ შედეგით, რომლითაც დასრულდება ნიკა გვარამიას გაფითრებული სახით 29 ოქტომბერს, თუმცა, ჯობდა, რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო ჯანსაღი და ცივილიზებული კამპანიის პირობებში. ეს შევთავაზეთ ჩვენს ოპონენტებს, თუმცა, პასუხი არის სამწუხაროდ ისეთი, რომელიც ნამდვილად არ წაადგება საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარებას და საარჩევნო კულტურის განვითარებას – ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ